Leviticus 22
22
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალონ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მწირავენ; მე ვარ უფალი. 3უთხარი მათ: თქვენს თაობიდან თაობამდე, თუ ვინმე თქვენი შთამომავლებიდან მიეახლება სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელიანები უფალს, იმ დროს, როცა ის გაუწმიდურებულია, მოისპობა ის ჩემს წინაშე; მე ვარ უფალი. 4არც ერთმა თესლიდან აარონ მღვდლისა, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა, 5ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, – 6ვინც კი შეეხება ამას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ ტანს არ განიბანს წყლით. 7და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია. 8მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს; მე ვარ უფალი. 9დაიცვან მათ ჩემი გაფრთხილებები, რათა არ მოიწიონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, თუ წაბილწავენ ჩემს გაფრთხილებებს; მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
10და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა. 11თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მას შეუძლია ჭამოს ის; აგრეთვე მის სახლში შობილთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური. 12თუ მღვდლის ასული უცხო მამაკაცს გაჰყვება ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან. 13თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმართან გაყრილია და უშვილა და დაუბრუნდება თავის მამის სახლს, მაშინ, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს თავისი მამის პური. მაგრამ არავის უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი. 14თუ ვინმემ შეცდომით ჭამოს წმიდა, მან დაუბრუნოს მღვდელს წმიდა და მას დაურთოს მისი მეხუთედიც. 15არავინ წაბილწოს ისრაელიანთა წმიდა შესაწირავები, რომლებსაც ისინი სწირავენ უფალს, 16და არ დაიდონ დანაშაულის ბრალი, თუ შეჭამენ თავიანთ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი.“
17და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 18„მიმართე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ: თუ ვინმე, ისრაელიანთა სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწირავს მსხვერპლს ან თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ნებაყოფლობით, იმისთვის, რომ მსხვერპლი, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად, 19სათნო იყოს, უნდა იყოს ის უმანკო, მამალი, ნახირიდან, ცხვართაგან ან თხათაგან. 20არაფერი ხინჯის მქონე არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას.#რჯ 17:1.
21თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის ნახირიდან ან ფარიდან, შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი უფლისთვის. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს მას. 22ბრმა ან სახიჩარი, ან დასერილი, ან დაზღმურდლული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო მსხვერპლად არ მისცეთ ისინი საკურთხეველზე უფლისათვის. 23მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ფეხები აქვს, შეგიძლიათ საკლავად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის კი სამწყალობნო არ იქნება. 24და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოხეული ყვერები არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს. 25არც უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ასეთები, რადგან ნაკლი აქვთ. არ დამწყალობდებით.“
26და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 27„ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა უფლისთვის საცეცხლო მსხვერპლად. 28ნახირის ან ფარის პირუტყვი არ დაკლათ თავის ნაშობთან ერთად ერთ დღეს. 29როდესაც შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი ისე, რომ სამწყალობნო იყოს ეს თქვენთვის. 30იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან დილამდე; მე ვარ უფალი.
31დაიცავით ჩემი მცნებები და აღასრულეთ ისინი; მე ვარ უფალი. 32არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელიანთა შორის წმიდა; მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი, 33თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთი; მე ვარ უფალი.“
Currently Selected:
Leviticus 22: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: