YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 21

21
1უთხრა უფალმა მოსეს: „გამოუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი:
ნურავინ შეეხება თავისი ხალხის მკვდარს, რათა არ გაუწმიდურდეს. 2მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის, 3თავისი ქალწული ღვიძლი დის, რომელიც ჯერ კიდევ მასთან იყო, ან ახლობელი ქალის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, შეხება შეუძლია, არ გაუწმიდურდება. 4თავის ხალხში ვინმესთან შეხებით, ვინც არ უნდა იყოს ის, ნუ გაიუწმიდურებს კაცი თავს, რათა არ წაიბილწოს იგი. 5არ გადაიპარსონ თავი და წვერი არ დაიმოკლონ და არ დაისერონ ტანი.#ლევ 19:27,28; რჯ 14:1. 6წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ თავიანთი ღმერთის სახელი, რადგან ისინი სწირავენ უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღმერთის პურს; ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები. 7მეძავი ქალი არ შეირთონ მათ, არც არა ქალწული, არც განქორწინებული; რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის. 8წმიდად შერაცხე ისინი, რადგან შენს ღმერთს სწირავენ პურს. წმიდა იყვნენ ისინი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედი. 9თუ მღვდლის ასული თავს წაიბილწავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.
10თავის ძმებში მთავარი მღვდელი, რომელსაც თავზე ზეთი სცხეს და რომელსაც ხელი აღუვსეს, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსელი, თავს ნუ გაიშიშვლებს და სამოსელს ნუ დაიპობს. 11მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს იგი; თვით თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ უნდა გაუწმიდურდეს. 12საწმიდრიდან არ უნდა გადიოდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთით არის ცხებული; მე ვარ უფალი. 13ცოლად ქალწული შეირთოს. 14ქვრივი ან ქმარგაყრილი, ან მეძავი არ შეირთოს, არამედ ქალწული მოიყვანოს ცოლად თავისი ტომიდან. 15არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი.
16და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 17უთხარი აარონს: არავინ შენი თესლიდან თაობიდან-თაობამდე, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. 18არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა, არც კოჭლი, არც მახინჯი; 19ან ფეხმოტეხილი ან ხელმოტეხილი, 20ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან თვალზე ლიბრგადაკრული, ან ქეციანი, ან ყვერებდაჭყლეტილი. 21არავინ აარონ მღვდლის მოდგმიდან, ხინჯის მქონე, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო მსხვერპლთა შესაწირად; ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. 22ხოლო შეუძლია ჭამოს თავისი ღმერთისთვის შეწირული პური, როგორც წმიდიდან, ასევე წმიდათა წმიდიდან. 23მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და საკურთხეველს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი.“ 24და ეს გამოუცხადა მოსემ აარონსა და მის ძეთ და ისრაელის ყველა ძეს.

Currently Selected:

Leviticus 21: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in