Leviticus 20
20
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„უთხარი ისრაელის ძეთ:
ყოველი კაცი ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც მკვიდრობს ისრაელში, ვინც მისცემს თავის შვილებს მოლეხს, სიკვდილით მოკვდება. ამ ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. 3მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის წიაღიდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლეხს, და ამით გააუწმიდურა ჩემი საწმიდარი და შებილწა ჩემი წმიდა სახელი. 4და თუ ამ ქვეყნის ხალხი აარიდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლეხს, და არ მოკლავს მას, 5მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლეხის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან.
6და თუ ვინმე მიმართავს მესულთანეებს და მჩხიბავებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვკვეთ მას მისი ხალხიდან. 7განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 8დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი. 9ვინც თავის მამას და დედას შეუარცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო მან – მასზეა მისი სისხლი. #გამ 21:17; მთ 15:4; მრკ 7:10.
10ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, ორვე სიკვდილით უნდა მოიკლას, მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.#გამ 20:14; ლევ 18:20; რჯ 5:18. 11ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან,#20:11 იგულისხმება მამის სხვა ცოლი, არა დედამისი. თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. მათი სისხლი მათზეა.#ლევ 18:8; რჯ 22:30; 27:20. 12ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი.#ლევ 18:15. 13თუ კაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლეს ჩაიდენს ორივე. სიკვდილით უნდა მოიკლან ისინი – მათი სისხლი მათზეა.#ლევ 18:22. 14თუ ვინმე შეირთავს ცოლად დედასა და შვილს, ურჯულოებას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის.#ლევ 18:17; რჯ 27:23. 15ვინც პირუტყვთან დაეცემა, სიკვდილით მოკალით ისიც და პირუტყვიც.#გამ 22:19; ლევ 18:23; რჯ 27:21. 16ქალი თუ დაეცა პირუტყვთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, მათზეა მათი სისხლი.
17ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და ნახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. სასჯელის ღირსია ის.#ლევ 18:9; რჯ 27:22. 18ვინც დაწვება ცოლთან მისი წიდოვნების დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპოს ორივე თავისი ხალხის წიაღიდან.#ლევ 18:19. 19სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს ის, სასჯელს იმსახურებენ ისინი.#ლევ 18:12-14. 20ვინც დაწვა თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი, უშვილონი უნდა დაიხოცონ. 21ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი უნდა დაიხოცონ. #ლევ 18:16.
22დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად. 23არ მოიქცეთ იმ ერის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი. 24გითხარით: თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც ამოგარჩიათ თქვენ ყველა ერისაგან. 25განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შეიბილწოთ პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური. 26იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ სხვა ერებისაგან, რათა ჩემი ერი იყოთ.
27მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან მჩხიბავი, უნდა მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.“
Currently Selected:
Leviticus 20: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: