James 2
2
1ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში. 2რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, – 3თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ – 4განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? 5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? 6თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? 7განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით. #ლევ 19:18. 9მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას ჩადიხართ და მხილებული ხართ რჯულისაგან, როგორც რჯულის დამრღვევნი. 10რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. 11რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხდები. #გამ 20:13,14; რჯ 5:17,18. 12ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელებმა. 13რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს; წყალობა აღემატება მსჯავრს.
14ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? 15თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, 16რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე,“ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია? 17ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არა აქვს, თავისთავად მკვდარია.
18მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი.“ მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. 19შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები; მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ, და ძრწიან. 20გსურს, უგუნურო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? 21განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? #დაბ 22:1-14. 22ხედავ, რწმენა ამოქმედებდა მის საქმეებს, საქმეებით კი განსრულდა რწმენა. 23და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა და ღმერთის მეგობარი ეწოდა.“ #დაბ 15:6; 2ნშ 20:7; ესა 41:8. 24ხედავთ, რომ საქმით მართლდება ადამიანი და არა მარტოოდენ რწმენით? 25ასევე მეძავი რაჰაბი განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო და სხვა გზით გაისტუმრა? #ისნ 2:1-21. 26რადგან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.
Currently Selected:
James 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: