YouVersion Logo
Search Icon

James 1

1
1იაკობი, ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, თორმეტ ტომს, განთესილობაში, გიხაროდეთ. #მთ 13:55; მრკ 6:3; საქ 15:13; გლტ 1:19.
2ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, 3რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას; 4მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
5თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა. 6რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან დაეჭვებული ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. 7ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისაგან მიიღებს რაიმეს. 8ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე.
9თავმდაბალმა ძმამ იქოს თავი თავისი სიმაღლით, 10მდიდარმა კი – თავისი სიმდაბლით, რადგან ის გადაივლის, როგორც ბალახში ყვავილი. #ესა 40:6,7. 11რადგან, როცა ამოდის მზე თავისი მცხუნვარებით, ახმობს ბალახს, დაცვივდება მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგება. ასე დაჭკნება მდიდარიც თავის გზებზე.
12ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ. 13ნურავინ იტყვის განსაცდელში: „ღმერთისგან გამოვიცდები,“ რადგან ღმერთი არ გამოიცდება ბოროტით და არც არავის სცდის. 14არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. 15შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. 16ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო. 17ყველა კეთილი ბოძება და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან არის გადმოსული, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა და არც ჩრდილი ცვლილებისა. 18მან თავისი ნებით დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის ქმნილებათა შორის.
19მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი. 20რადგან კაცაის გულისწყრომა არ წარმოქმნის ღმერთის სამართლიანობას. 21ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბილწე და ბოროტების ნატამალი და თვინიერად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. 23რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს, – 24შეხედავს თავის თავს, მიდის და მყისვე ავიწყდება, როგორია. 25მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და მასში დარჩება, მომსმენი და დამვიწყებელი კი არ იქნება, არამედ საქმის აღმსრულებელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთისმოსავია, ენას კი არ ალაგმავს, ის თავის გულს აცდუნებს; ფუჭია მისი ღვთისმოსაობა. 27წმიდა და შეუბღალავი ღვთისმოსაობა ღმერთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისაგან.

Currently Selected:

James 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in