Hebrews 13
13
1ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან. 2სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, რადგან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა ისე, რომ არ სცოდნიათ. #დაბ 18:1-8; 19:1-3. 3გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში. 4ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის. 5ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“#რჯ 31:6,8; ისნ 1:5. 6ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?“ #ფს 117:6.
7გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, მათი ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. 8იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე. 9ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვაგვარი უცხო მოძღვრებები, რადგან გულის გამაგრება კარგია მადლით და არა საკვების მიღების წესებით, რომლებსაც არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ მათი მიმდევრებისათვის. 10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11რადგან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათა გამოსასყიდად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკს გარეთ წვავენ. #ლევ 16:27. 12ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ ევნო. 13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. 14რადგან არა გვაქვს აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ. 15მისი საშუალებით განუწყვეტლივ შევწიროთ ღმერთს ქების მსხვერპლი, – მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი. 16არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და ურთიერთგაზიარება, რადგან ასეთი მსხვერპლი სათნოა ღმერთისათვის.
17დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის.
18ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ. 19განსაკუთრებით გთხოვთ, გააკეთოთ ეს, რათა მალე დავბრუნდე თქვენთან.
20ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, 21სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
22გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ. 23იცოდეთ, რომ გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ. 24მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან. 25მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.
Currently Selected:
Hebrews 13: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: