YouVersion Logo
Search Icon

Ephesians 6

6
1შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია. #კლს 3:20. 2„პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –#გამ 20:12; რჯ 5:16. 3„რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“
4თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით. #კლს 3:21.
5დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, წრფელი გულით, როგორც ქრისტეს, #კლს 3:22-25. 6არა მოჩვენებით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც მთელი გულით ასრულებენ ღმერთის ნებას 7და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს. 8იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს ჩადის, მასვე მიიღებს უფლისაგან, მონა იქნება, თუ თავისუფალი. 9თქვენ კი, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და იგი მიკერძოებული არ არის. #კლს 3:25; 4:1; რჯ 10:17.
10და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. 11შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. 12რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. 13ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. 14მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, #ესა 11:5; 59:17. 15და ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნით. #ესა 52:7. 16და ყველაფერ ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. 17აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. #ესა 59:17. 18ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმხნევით და ლოცვით ყველა წმიდისათვის, 19ჩემთვისაც, რათა მომეცეს მე სიტყვა და ჩემი პირით ცხადად ვაუწყო სახარების საიდუმლო, 20რომლის ბორკილდადებული ელჩიცა ვარ, – რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21რომ თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და რას ვაკეთებ, ყოველივეს გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური, #საქ 20:4; 2ტმ 4:12.#კლს 4:7,8. 22რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღმერთისაგან და უფალი იესო ქრისტესაგან. 24მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.

Currently Selected:

Ephesians 6: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in