Philippians 1
1
1პავლე და ტიმოთე, ქრისტე იესოს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: #საქ 16:12. 2მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე. 4ჩემს ყველა ლოცვაში მუდამ სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის, 5სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის პირველი დღიდან აქამომდე. 6დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა აღასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე. 7სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავარხართ, ჩემს ბორკილებში ყოფნისას, სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, თქვენ ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში. 8რადგან ღმერთია ჩემი მოწმე, როგორ მენატრებით თქვენ ყველანი ქრისტე იესოს სიყვარულით. 9ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში, 10რათა აირჩიოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და შეუბღალავნი ქრისტეს დღეს, 11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღმერთის სადიდებლად და საქებრად.
12ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ ის, რაც მე გადამხდა, უფრო სახარების წარმატებისთვის მოხდა. 13ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიუმისათვის და ყველა დანარჩენთათვის. #საქ 28:30. 14და გამხნევდა ძმათა უმრავლესობა უფალში ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა სიტყვა. 15თუმცა ზოგიერთნი შურით და ჯიბრით აკეთებენ ამას, მაგრამ ზოგნი კი კეთილი ზრახვით ქადაგებენ ქრისტეს. 16ესენი სიყვარულით მოქმედებენ, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დადგენილი. 17ზოგნი კი შურით ახარებენ ქრისტეს არაწრფელად, რადგან ფიქრობენ ჩემი ბორკილების დამძიმებას. 18მერედა რა! როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – მოსაჩვენებლად თუ ჭეშმარიტებით, მიხარია ეს და კვლავაც გავიხარებ, 19რადგან ვიცი, რომ ეს მე ხსნამდე მიმიყვანს თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით, 21რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები. 22მაგრამ თუ ხორციელი ცხოვრება ჩემი საქმის ნაყოფის მომტანია, არ ვიცი, რა ამოვირჩიო. 23შეჭირვებული ვარ ამ ორი მხრიდან: ძალზე მსურს გავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, 24ხორცში დარჩენა კი უფრო თქვენთვის არის საჭირო. 25და მე დარწმუნებული ვარ, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენ ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის, 26რათა ჩემ მიერ კიდევ უფრო გამრავლდეს თქვენი სიქადული ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.
27ოღონდ ქრისტეს სახარების ღირსად მოიქეცით, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ ერთსულოვნები ხართ და ერთად იღწვით სახარების რწმენისათვის. 28ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. და ეს ღმერთისაგან არის, 29რომ ქრისტეს გულისათვის მოგემადლათ თქვენ არა მარტო მისი რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც, 30ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი. #საქ 16:19-40.
Currently Selected:
Philippians 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013