YouVersion Logo
Search Icon

Ephesians 3

3
1ამიტომ ვარ მე, პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის, – 2თქვენ ხომ ისმინეთ ღმერთის მადლის განმგებლობაზე, რომელიც მომეცა მე თქვენთვის. 3გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. 4როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, #კლს 1:26,27. 5რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, – 6რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ იესო ქრისტეში სახარების მეშვეობით, 7რომლის მსახური გავხდი ღმერთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. 8მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტე იესოს მიუწვდომელი სიმდიდრე 9და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განმგებლობა ყოვლის შემქმნელ ღმერთში, 10რათა ეუწყოს ახლა ეკლესიის მიერ მთავრობათ და ხელმწიფებათ ცათა შინა ღმერთის მრავალგვარი სიბრძნე 11მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, 12რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისდამი რწმენის მეშვეობით. 13ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ ჩემი გასაჭირის გამო თქვენთვის, რომელიც თქვენი დიდებაა.
14ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე, 15ვისგანაც სახელდებულია ყოველი სახლეული ცაში და მიწაზე, 16რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად, 17ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენის მეშვეობით თქვენს გულებში, და იყოთ სიყვარულში ფესვგადგმულები და დაფუძნებულები, 18რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, თუ რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, 19და შეიცნოთ ცოდნას აღმატებული ქრისტეს სიყვარული, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
20ხოლო მას, ვისაც შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, ჩვენში მოქმედი ძალისამებრ, 21მას დიდება ეკლესიაში და ქრისტე იესოში, ყველა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Currently Selected:

Ephesians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in