რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად, ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენის მეშვეობით თქვენს გულებში, და იყოთ სიყვარულში ფესვგადგმულები და დაფუძნებულები, რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, თუ რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ცოდნას აღმატებული ქრისტეს სიყვარული, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.