YouVersion Logo
Search Icon

Colossians 2

2
1მინდა იცოდეთ, როგორ ვიბრძვი თქვენთვის, ლაოდიკელებისთვის და ყველასთვის, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე, 2ვიბრძვი იმისთვის, რომ ინუგეშონ მათმა გულებმა, რომლებიც შეერთებულნი არიან სიყვარულში, რათა მოიხვეჭონ სრული გაგების სიმდიდრე ღმერთის, ქრისტეს საიდუმლოს შესაცნობად, 3რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი. 4ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ მოჩვენებითი სიტყვებით. 5რადგან, თუმცა ხორციელად შორს ვარ, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს მოწესრიგებულობას და თქვენს სიმყარეს ქრისტე რწმენაში.
6ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში, 7ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა.
8გაფრთხილდით, არავინ დაგატყვეოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით. 9რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. 10და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია. 11მასში წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით. 12ნათლისღებით მასთან ერთად დამარხულები, მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის მოქმედების რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. #რომ 6:4. 13და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება. #ეფს 2:1-5. 14წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო, გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა. #ეფს 2:15. 15განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე.
16ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის, ანდა ახალმთვარობათა და შაბათთათვის. #რომ 14:1-6. 17ესენი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი ქრისტეს სხეულია. 18ნურავინ დააკნინებს თქვენს გამარჯვებას მოჩვენებითი თავმდაბლობით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით. 19და არ უკავშირდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღმერთისმიერი ზრდით. #ეფს 4:16.
20თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით ამ ქვეყნიერების სტიქიათათვის, ამა ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად რაღად მორჩილებთ მათ: – 21„ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები?“ 22ეს ყველაფერი იხრწნება ხმარებისაგან და კაცთა მცნებებისა და მოძღვრების შესაბამისია. 23ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანისცემით, თვითდაკნინებით და სხეულის დათრგუნვით. მას არავითარი ღირებულება არა აქვს და ხორცის წაქეზებაა მხოლოდ.

Currently Selected:

Colossians 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in