Colossians 1
1
1პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე, 2კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მამას მუდამ, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, 4რომ გვესმის თქვენი რწმენის შესახებ ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ, 5ზეცაში თქვენთვის გამზადებული სასოებით, რომელიც უკვე გესმათ სახარების ჭეშმარიტ სიტყვაში, 6რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ ქვეყნიერებაზე, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც, იმ დღიდან მოკიდებული, როდესაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღმერთის მადლი ჭეშმარიტებაში, 7როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასისაგან, რომელიც არის ქრისტეს სარწმუნო მსახური თქვენთვის, #კლს 4:12; ფლმ 23. 8მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულში.
9ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით ყოველ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, 10რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღმერთის შეცნობაში ზრდით, 11მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით 12ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის ნაწილის ღირსი გაგვხადა ნათელში, 13რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, 14რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება, #ეფს 1:7.
15ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა, 16რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. 17იგი არის ყოვლის უწინარეს და ყოველივე მისით დგას. 18ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი. #ეფს 1:22,23. 19რადგან მასში ინება მთელმა სისავსემ დამკვიდრება, 20რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი, მშვიდობა დაემყარინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცათა შინა. #ეფს 2:16.
21და თქვენც, რომელნიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით, 22ახლა შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში თავისი სიკვდილით, რათა დაგაყენოთ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე. 23ოღონდ უნდა დარჩეთ რწმენაში მტკიცენი და შეურყეველნი და არ გადაუხვიოთ სახარების სასოებას, რომელიც ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
24ახლა ვხარობ, რომ ვიტანჯები თქვენს გამო და გასაჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარ ხორცში მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია, 25რომლის მსახურიც მე გავხდი ღვთაებრივი განგების მიხედვით, რომელიც მომენიჭა თქვენთვის, – ღმერთის სიტყვის აღსასრულებლად, 26საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებში და თაობებში და ახლა გაემხილა მის წმიდებს, 27ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, 28რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა დავარიგოთ და განვსწავლოთ ყოველი ადამიანი ყოველ სიბრძნეში, რათა ყოველი კაცი სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში. 29ამისთვის ვშრომობ და ვიღწვი მე მისი მოქმედებით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
Currently Selected:
Colossians 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013