Acts 15
15
1ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“ #ლევ 12:3. 2და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. 3ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. 4იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან. 5წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული.
6შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. 7ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ადგა პეტრე და უთხრა მათ: „ძმებო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. #საქ 10:1-43. 8გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. #საქ 10:44; საქ 2:4. 9განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები. 10ახლა რატომ სცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? 11მაგრამ გვჯერა, რომ უფალი იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“
12ყველანი დუმილით უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათ მიერ წარმართებს შორის. 13მათი დადუმების შემდეგ დაიწყო იაკობმა და თქვა: „ძმებო, მომისმინეთ: 14სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. 15ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: 16‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ სახლს; დანგრეულს აღვადგენ და კვლავ აღვმართავ, #ამო 9:11,12. 17რათა ეძიონ დანარჩენმა ადამიანებმაც უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმაც, – ასე ამბობს უფალი, მოქმედი ყოველივესი, 18რაც ძველთაგანვეა ცნობილი.’ 19ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავამძიმოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვმერთისკენ არიან მოქცეულნი, 20არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, გაგუდულ პირუტყვს და სისხლს. #გამ 34:15-17; ლევ 17:10-16; 18:6-23. 21რადგან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“
22მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში გასაგზავნად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა (რომელსაც ბარსაბა ეწოდა) და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის. 23დაწერეს თავიანთი ხელით: „ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ. 24რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, 25ერთსულოვნად გადავწყვიტეთ კაცების არჩევა თქვენთან გამოსაგზავნად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27ამიტომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად. 28მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. 29ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, გაგუდულს და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“
30წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი. 31როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს. 33დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და შემდეგ მშვიდობით გაისტუმრეს ძმებმა მათ მომავლინებლებთან. 34ხოლო სილამ ამჯობინა იქვე დარჩენა. 35პავლე და ბარნაბა შეყოვნდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას.
36რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „გავბრუნდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“ 37ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, მარკოზად წოდებული. 38პავლეს სწორად არ მიაჩნდა მისი წაყვანა, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.#საქ 13:13. 39შეიქნა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსამდე გაცურეს. 40ხოლო პავლემ აირჩია სილა და უფლის მადლს მინდობილი გაემგზავრა ძმათაგან. 41და დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
Currently Selected:
Acts 15: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: