Acts 14
14
1იგივე მოხდა იკონიაში, როდესაც ისინი შევიდნენ ებრაელთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა ებრაელმა და ბერძენმა ირწმუნა. 2ხოლო ურწმუნო ებრაელები აღძრავდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ. 3თუმცა ისინი კარგა ხანს აგრძელებდნენ დაუფარავად ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს მათი ხელით. 4გაიყო ხალხი ქალაქში: ზოგი ებრაელებს მიემხრო, ზოგი – მოციქულებს. 5როდესაც ებრაელები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად შეეცადნენ, რომ დაეთრგუნათ და ჩაექოლათ ისინი, 6მათ შეიტყვეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში: ლისტრასა და დერბეში და მათ შემოგარენში, 7და იქ ახარებდნენ.
8ერთი ვიღაც კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლისტრაში, დედის მუცლიდანვე ხეიბარი იყო და არასოდეს გაევლო. 9ის ისმენდა პავლეს საუბარს. როდესაც პავლემ მიაპყრო მას მზერა, დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. 10უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი ფეხზე გამართულად!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული. 11ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს ლუკაონიურად. თქვეს: „ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენ.“ 12და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, რაკი ის იყო სიტყვის წინამძღოლი. 13ხოლო ზევსის ქურუმმა, რომლის ტაძარი ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები, მოიტანა ყვავილწნულები და ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას აპირებდა. 14ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ყვირილით ხალხში შეცვივდნენ და თქვეს: 15„ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია; #გამ 20:11; ფს 145:6. 16რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერები, რომ თავისი გზებით ევლოთ. 17თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“ 18ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
19მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან ებრაელნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქის გარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. 20როდესაც მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა პავლე და შევიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
21უქადაგეს სახარება ამ ქალაქს და მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში. 22და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო. 23ხელი დაადეს უხუცესებს თითოეულ მათ ეკლესიაში და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში. 25და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში. 26იქიდან გაცურეს ანტიოქიაში, სადაც ღმერთის მადლი მიეცათ მათ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. 27მივიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა, და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. 28და დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.
Currently Selected:
Acts 14: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: