Acts 13
13
1იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმეონი, ნიგერად წოდებული, ლუკიოს კვირინელი და მანაენი, ტეტრარქ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. 2როდესაც ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“ 3მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს.
4ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გაცურეს კვიპროსზე. 5სალამისში ყოფნისას ღმერთის სიტყვას ქადაგებდნენ ებრაელთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად. 6როდესაც მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, გრძნეული, ცრუწინასწარმეტყველი, ებრაელი, სახელად ბარ-იესო, 7რომელიც იყო პროკონსულ სერგი პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს და სურდა მოესმინა ღმერთის სიტყვა. 8წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი, (რადგან ასე ითარგმნება მისი სახელი) და ცდილობდა რწმენიდან გადაეცდინა პროკონსული. 9ხოლო სავლე, რომელსაც პავლეც ჰქვია, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას მზერა 10და უთხრა: „ო, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველი მანკიერებით აღვსილო, ეშმაკის ნაშიერო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას? 11აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი და დაბრმავდები, ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას სიბნელე და წყვდიადი, და აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 12როდესაც პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
13პაფოსიდან გამგზავრებული პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14მათ კი განაგრძეს გზა პერგედან და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ. 15რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის მთავრებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „ძმებო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“ 16ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „ისრაელელო კაცნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ! 17ისრაელის ხალხის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში ხიზნობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან. #გამ 1:7; 12:51. 18და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. #რცხ 14:34; რჯ 1:31. 19და მოსპო შვიდი ერი ქანაანის ქვეყანაში და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა #რჯ 7:1; ისნ 14:1. 20ასე, 450 წლით. ამის შემდეგ აძლევდა მათ მსაჯულებს სამუელ წინასწარმეტყველამდე. #მსჯ 2:16; 1მფ 3:20. 21მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, 40 წლის მანძილზე. #1მფ 8:5; 10:21. 22მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუყენა მათ დავითი, ვისზეც თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სათნო კაცი, რომელიც შეასრულებს ყოვლ ჩემს ნებას.’#1მფ 13:14; 16:12; ფს 88:21. 23მისი ნაშიერისაგან ღმერთმა, აღთქმისამებრ, აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო. 24მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა ისრაელის მთელ ხალხს სინანულის ნათლისღებას. #მრკ 1:4; ლკ 3:3. 25როდესაც ამთავრებდა იოანე თავის საქმეს, თქვა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ ის, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხთაგან სანდლების შეხსნის ღირსიც არა ვარ.’#იო 1:20,27; მთ 3:11; მრკ 1:7; ლკ 3:16. 26კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთის მოშიშნო თქვენს შორის, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27რადგან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, მისი დასჯით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება. 28და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალი ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა. #მთ 27:22,23; მრკ 15:13,14; ლკ 23:21-23; იო 19:15. 29და როდესაც აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, გარდამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.#მთ 27:57-61; მრკ 15:42-47; ლკ 23:50-56; იო 19:38-42. 30ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი. 31მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. #საქ 1:3. 32ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა მამებს, შეგვისრულა ჩვენ, მათ შვილებს, და აღგვიდგინა იესო. 33როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ‘შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.’#ფს 2:7. 34რადგან მან აღადგინა იგი მკვდრეთით, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას. ასე თქვა: ‘მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,’#ესა 55:3. 35ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘არ მისცემ ხრწნილებას შენს წმიდას.’#ფს 15:10. 36მაგრამ დავითმა, რომელიც ღმერთის ნებით ემსახურა თავის თაობას, განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. 37ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. 38ცნობილი იყოს თქვენთვის, ძმებო, რომ გეუწყებათ თქვენ მის მიერ ცოდვების მიტევება. ყველაფრისგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, 39მისით მართლდება ყველა მორწმუნე. 40გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული: 41‘იხილეთ, შეურაცხმყოფელნო, და განცვიფრდით და გაქრით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“#აბკ 1:5.
42როდესაც ებრაელთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები. 43კრებული რომ დაიშალა, ბევრი ებრაელთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი აედევნა პავლეს და ბარნაბას. ისინიც ესაუბრებოდნენ მათ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღმერთის მადლში.
44მომდევნო შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღმერთის სიტყვის მოსასმენად. 45როდესაც ებრაელებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ და უარყოფდნენ პავლეს ნათქვამს და შეურაცხყოფდნენ. 46მაშინ ბარნაბამ და პავლემ დაუფარავად თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღმერთის სიტყვა. რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. 47რადგან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად დედამიწის კიდემდე.’“#ესა 42:6; 49:6.
48ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული. 49და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელ ქვეყანაზე. 50ხოლო ებრაელებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, აღძრეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან. 51მათ კი ჩამოიბერტყეს ფეხთაგან მტვერი მათზე სამოწმებლად და წავიდნენ იკონიაში. #მთ 10:14; მრკ 6:11; ლკ 9:5; 10:11. 52ხოლო მოწაფეები ივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
Currently Selected:
Acts 13: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: