Acts 12
12
1იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთი წევრის საზიანოდ, 2და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3და როდესაც დაინახა, რომ ეს ეამათ ებრაელებს, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო. 4შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში. უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ის ხალხის წინაშე. #გამ 12:1-27. 5პეტრე დამწყვდეული იყო საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6და როდესაც მის გამოყვანას აპირებდა ჰეროდე, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს. 7და აჰა, უფლის ანგელოზი დადგა მის წინაშე და ნათელი გაბრწყინდა სენაკში. მან ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი, დროზე!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან. 8უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. და უთხრა მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“ 9და გავიდა და გაჰყვა მას, და არ იცოდა, რომ რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, ეგონა, რომ ჩვენებას ხედავდა. 10გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც თავისთავად გაიღო მათ წინაშე და გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა, და ანგელოზი მყისვე განშორდა მას. 11გონს რომ მოვიდა, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც ებრაელი ხალხი ელოდა.“
12გამოფხიზლებული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 13ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, გამოსაპასუხებლად გამოვიდა ერთი მოახლე, სახელად როდე, 14იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ კარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა კართან. 15მათ უთხრეს: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა, რომ ასე იყო. მათ თქვეს: „ეს მისი ანგელოზია.“ 16პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როდესაც გაუღეს, დაინახეს და განცვიფრდნენ. 17ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ და გავიდა და სხვა ადგილისკენ გაემართა.
18დღე რომ დადგა, ჯარისკაცებში დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე. 19როდესაც ჰეროდემ დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა, დაკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასასჯელად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
20ჰეროდე გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად ეახლნენ მას, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, რადგან მათი მხარე მისი სამეფოსგან საზრდოობდა. 21დანიშნულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო სამოსი, დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და მიმართა მათ. 22ხალხი კი ყვიროდა: „ეს ღმერთის ხმაა და არა კაცისა!“ 23და უეცრად დასცა იგი უფლის ანგელოზმა, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა განუტევა სული.
24უფლის სიტყვა კი მრავლდებოდა და ვრცელდებოდა. 25როდესაც ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური, გამობრუნდნენ იერუსალიმიდან და თან წამოიყოლეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
Currently Selected:
Acts 12: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: