YouVersion Logo
Search Icon

2 Corinthians 13

13
1უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. „ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.“ #რჯ 17:6; 19:15. 2როცა თქვენთან მეორედ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, და ახლაც წინდაწინ ვეუბნები მათ, ვინც ადრე შესცოდა და ყველა სხვასაც, რომ, როცა კვლავ მოვალ, არავის დავზოგავ. 3თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში. 4რადგან, თუმცა უძლურებით იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღმერთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღმერთის ძალით თქვენთვის.
5საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ ასეა, მაშ გამოცდას ვერ უძლებთ. 6ჩვენზე კი, ვიმედოვნებ, გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი. 7ვლოცულობთ ღმერთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ გამოვჩნდეთ გამოცდა გამოვლილები, არამედ რათა თქვენ აკეთებდეთ სიკეთეს, გინდაც ჩვენ ხელმოცარულნი გამოვჩნდეთ. 8რადგან უძლურნი ვართ ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ძლიერნი ჭეშმარიტებისათვის. 9რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამისთვის ვლოცულობთ კიდეც, თქვენი სრულყოფისთვის. 10ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ხელმწიფებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.
11დაბოლოს, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. 12მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა.
13მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმერთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს თქვენ ყველასთან. ამინ.

Currently Selected:

2 Corinthians 13: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in