YouVersion Logo
Search Icon

2 Thessalonians 3

3
1და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და იდიდოს ისე, როგორც თქვენს შორის არის ეს, 2და რომ გადავრჩეთ უწესო და ბოროტი ადამიანებისაგან, რადგან ყველაში არ არის რწმენა. 3სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან. 4ჩვენ კი გვჯერა თქვენი უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ. 5უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღმერთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისაკენ.
6ჩვენ კი გამცნობთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც იქცევა ურიგოდ და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეს. 7რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, რადგან ურიგოდ არ ვიქცეოდით თქვენს შორის. 8მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღისით და ღამით შრომაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით. 9არა იმიტომ, რომ არა გვაქვს ხელმწიფება, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ სახედ მოგვეცა თქვენთვის. 10რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს, 11რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის ურიგოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად დაფარფატებს. 12ასეთებს ვამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მათ დინჯი შრომით ჭამონ თავიანთი პური. 13თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას. 14ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ წერილით მოწერილ ჩვენს სიტყვებს, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. 15ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
16ხოლო თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს თქვენთან ყველასთან. 17მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით – ეს არის ჩემი ნიშანი ყოველ წერილში. მე ასე ვწერ. 18ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.

Currently Selected:

2 Thessalonians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for 2 Thessalonians 3