1 Thessalonians 5
5
10ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, 2რადგან თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. #მთ 24:43; ლკ 12:39; 2პტ 3:10. 3როდესაც იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება,“ მაშინ მოულოდნელად მოაწევს მათზე განადგურება, როგორც ფეხმძიმეზე მშობიარობის ტკივილები, და ვერ გაექცევიან. 4მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ ეს დღე მპარავივით დაგატყდეთ თავს. 5რადგან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არა ვართ ჩვენ ღამისანი, არც ბნელისანი. 6მაშ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ ვიღვიძოთ და ვიფხიზლოთ. 7რადგან მძინარეებს ღამით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. 8მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის სასოების მუზარადით, #ესა 59:17; ეფს 6:13-17. 9რადგან ღმერთმა რისხვისათვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, 10რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. 11ამიტომ გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც აკეთებთ კიდეც.
12გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს. 13უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან. 14შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, გაამხნევეთ სულმოკლენი, შეეწიეთ უძლურთ, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. 15გაფრთხილდით, არ მიაგოთ ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. 16მუდამ ხარობდეთ, 17განუწყვეტლივ ილოცეთ, 18ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში. 19სულს ნუ ჩააქრობთ, 20წინასწარმეტყველებებს ნუ შეურაცხყოფთ; 21ყველაფერი გამოსცადეთ, კარგი შეინარჩუნეთ, 22ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
23და თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად და თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის. 24სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
25ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის. 26მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა წმიდა ძმას.
28ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.
Currently Selected:
1 Thessalonians 5: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013