YouVersion Logo
Search Icon

1 Thessalonians 4

4
1და ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და გევედრებით უფალ იესოში, რომ, როგორც ჩვენგან ისწავლეთ, როგორ უნდა იაროთ ღმერთის საამებლად, და როგორც დადიხართ კიდეც, ეს კიდევ უფრო გააძლიეროთ. 2რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან, 3რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას, 4რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და ღირსებით, 5და არა ვნებათა ღელვით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. 6რათა არავინ არ გამოიყენოს ბოროტად და არ მოატყუოს საქმეში თავისი ძმა, რადგან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. 7რადგან ღმერთმა უწმიდურებისაკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმიდისაკენ. 8ამის უარმყოფელი ადამიანს კი არ უარყოფს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს.
9არ გჭირდებათ, რომ ძმათმოყვარეობაზე მოგწეროთ, რადგან ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. 10რადგან ასე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ გევედრებით, ძმებო, კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. 11და გულმოდგინედ ეცადეთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე და საკუთარი ხელით იმუშაოთ, როგორც ჩვენ გამცნეთ, 12რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არავისი არაფერი დაგჭირდეთ.
13არ გვსურს უცოდინარნი დარჩეთ, ძმებო, განსვენებულთა შესახებ, რათა არ მწუხარებდეთ სხვებივით, რომელთაც არა აქვთ სასოება. 14რადგან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღსდგა, ასევე განსვენებულებსაც ღმერთი იესოს მეშვეობით მოიყვანს მასთან ერთად. 15ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს, #1კო 15:51,52. 16რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, 17მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით. 18ამიტომ გაამხნევეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.

Currently Selected:

1 Thessalonians 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in