2 Thessalonians 1
1
1პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: #საქ 17:1. 2მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენს გამო, ძმებო, – რადგან ეს სწორია, – იმისთვის, რომ უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ. 4ამიტომ ვიქადით თქვენით ღმერთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.
5ეს არის ღმერთის მართალი მსჯავრის ნიშნები, რომ ღირსნი იქნებით ღმერთის სასუფევლისა, რისთვისაც ეხლა იტანჯებით. 6რაკი სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, 7თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით 8და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, 9ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან, #ესა 2:10. 10როდესაც მოვა ის, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და საკვირველად გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში იმ დღეს; რადგან თქვენ იწამეთ ჩვენი მოწმობა. 11ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მისი მოწოდების ღირსნი და სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე თავისი ძალით. 12რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალი იესო ქრისტეს მადლით.
Currently Selected:
2 Thessalonians 1: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013