1 Thessalonians 3
3
1ამიტომ, რაკი ვეღარ მოვითმინეთ უთქვენობა, ვარჩიეთ ათენში მარტო დარჩენა #საქ 17:15. 2და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში, 3რათა არავინ შერყეულიყო ამ გასაჭირში, რადგან, თქვენც იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი. 4როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, რომ ჭირი მოგველოდა, რაც ახდა კიდეც და იცით. 5ამიტომ ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ის თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განსაცდელში შეგიყვანათ გამომცდელმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა.
6ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ – თქვენი, #საქ 18:5. 7ვინუგეშეთ თავი თქვენით, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენით. 8რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. 9როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღმერთის წინაშე, 10ღამით და დღისით მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ ის, რაც აკლია თქვენს რწმენას.
11დაე თავად ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. 12უფალმა გაზარდოს და გაამრავლოს თქვენი სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ გვიყვარხართ თქვენ, 13რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას ყველა თავის წმიდასთან ერთად.
Currently Selected:
1 Thessalonians 3: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013