1 Maccabees 7
7
1ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკოსის ძე; მცირეოდენი ხალხით შევიდა ერთ ზღვისპირა ქალაქში და იქ გამეფდა. 2თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში შესვლისას, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისიასი, რომ მისთვის მიეგვარათ. 3ეს ამბავი რომ გაიგო, თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს. 4ჯარისკაცებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე.
5ყველა ურჯულო და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მათ მღვდელმთავრობის მოსურნე ალკიმოსი უძღოდათ წინ. 6ბრალი დასდეს ხალხს მის წინაშე და თქვეს: იუდამ და მისმა ძმებმა ამოხოცეს ყველა შენი მეგობარი და ჩვენც გამოგვაძევეს ქვეყნიდან. 7მაშ, გაგზავნე ახლა კაცი, ვისაც ენდობი, მივიდეს და ნახოს, რა დღეში ჩაგვაგდეს ჩვენც და მეფის ქვეყანაც, რათა დასაჯოს ისინი მათს მომხრეებთან ერთად.
8მეფემ თავისი მეგობრებიდან ამოარჩია ბაკქიდესი, მდინარის გაღმა მხარეს რომ განაგებდა, მთელს სამეფოში სახელგანთქმული და მეფის ერთგული. 9წარგზავნა იგი უღვთო ალკიმოსთან ერთად, მღვდელმთავრად რომ დაედგინა, და ისრაელის ძეთა დასჯა დაავალა. 10გაემართნენ და დიდძალი ლაშქრით მიადგნენ იუდას; იუდასა და მის ძმებს მოციქულები გაუგზავნეს სამშვიდობო სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად. 11ხოლო ისინი არ ერწმუნნენ მათ სიტყვას, რადგანაც დაინახეს, რომ დიდძალი ლაშქრით იყვნენ მოსულნი.
12მაშინ ალკიმოსსა და ბაკქიდესს სამართლის საძებნად მიადგა მწიგნობართა კრებული. 13ისრაელის ძეთაგან პირველნი იყვნენ ხასიდები, მშვიდობას რომ ელოდნენ მათგან, 14რადგანაც ამბობდნენ: ლაშქრით მოსულა სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმისა, და უსამართლობას არ ჩაიდენსო. 15სამშვიდობო სიტყვით ეუბნა და შეჰფიცა მათ: არც თქვენ და არც თქვენს მეგობრებს ავს არ შეგამთხვევთო. 16და ერწმუნნენ მას; მაგრამ გამოიყვანა მათგან 600 კაცი და ერთ დღეში დახოცა ისინი, თანახმად წერილისა: 17„დაღვარეს წმიდათა შენთა სისხლი იერუსალიმის ირგვლივ, და დამმარხავი არავინ იყო.“ 18შიშმა და ძრწოლამ მოიცვა მთელი ხალხი და ამბობდნენ: არ არის მათში ჭეშმარიტება და სამართალი, რადგანაც გვიშალეს პირობა და გატეხეს ფიცი, რომლითაც შემოგვფიცესო.
19ბაკქიდესი კი აიყარა იერუსალიმიდან და ბეთზაითში დაბანაკდა. გაგზავნა მოლაშქრენი და შეაპყრობინა მისგან გაქცეულნი და ზოგიერთნი ხალხიდანაც. დახოცა ისინი და ერთ ღრმა ჭაში ჩაყარა. 20მერე ალკიმოსს ჩააბარა ქვეყანა და ჯარი დაუტოვა დასახმარებლად, თვითონ კი მეფესთან დაბრუნდა.
21ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა. 22თავი მოიყარეს მის ირგვლივ თავისი ხალხის ყველა მაოხარმა, ხელში ჩაიგდეს ქვეყანა და დიდი ხოცვა-ჟლეტა გამართეს ისრაელში. 23და დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა რომ დაატეხეს თავს ისრაელის ძეთ, – უფრო მეტი, ვიდრე წარმართებმა. 24კიდით-კიდემდე შემოიარა იუდა, შური იძია განდგომილ ხალხზე და შეწყდა მათი შემოჭრა ქვეყანაში. 25როცა ალკიმოსმა დაინახა, რარიგ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, მიხვდა, რომ ვეღარ გაუძლებდა მათ, მეფესთან დაბრუნდა და ბოროტი ზრახვით დაადანაშაულა ისინი.
26მაშინ მეფემ წარგზავნა ნიკანორი, თავისი ერთ-ერთი სახელოვანი სარდალი, ისრაელის მოძულე და მოსისხლე მტერი, და უბრძანა მუსრი გაევლო ხალხისთვის. 27ნიკანორი დადძალი ლაშქრით მიადგა იერუსალიმს და სამშვიდობო სიტყვა შეუთვალა იუდასა და მის ძმებს მზაკვრული ზრახვით: 28ნუ შევებმებით ერთმანეთს, მცირედი ხალხით შემოვალ, რათა გიხილოთ მშვიდობით.
29მივიდა იუდასთან და მშვიდობით მიესალმნენ ერთმანეთს, თუმცა მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად, 30მაგრამ შეიტყო იუდამ, მზაკვრული ზრახვით რომ მოსულიყო მასთან და აღარ ისურვა პირისპირ ეხილა იგი. 31მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა, და გამოემართა, რათა ხაფარსალამასთან შებმოდა იუდას. 32და დაეცა ნიკანორის მოლაშქრეთაგან 5 ათასამდე კაცი, დანარჩენები კი დავითის ქალაქისკენ უკუიქცნენ.
33შემდგომ ამისა ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე; საწმიდარიდან გამოვიდნენ ზოგიერთნი მღვდელთაგან და ხალხის უხუცესთაგან, რათა მშვიდობიანად მისალმებოდნენ და მეფისათვის მორთმეული სრულადდასაწველი ეჩვენებინათ მისთვის. 34მაგრამ მან არად ჩააგდო, აბუჩად აიგდო და თავხედური სიტყვით შეურაცხყო ისინი. 35მერე კი განრისხებულმა დაიფიცა: თუ ახლავე არ ჩამაბარებთ იუდასა და მის ლაშქარს, თუ მშვიდობით მოვბრუნდი, ცეცხლს მივცემ ამ სახლს. და გაემართა ბრაზმორეული. 36მღვდლები შებრუნდნენ, სამსხვერპლოსა და ტაძრის წინ დადგნენ, ატირდნენ და თქვეს: 37უფალო, შენ აირჩიე ეს სახლი, რათა შენი სახელით წოდებულიყო, და ჰქონოდა თავის ერს სამლოცველოდ და სავედრებელ სახლად. 38შური მიაგე ამ კაცს და მის ლაშქარს; დაე, მოისრნენ მახვილით; გაიხსენე მათი მკრეხელობანი და ნუღარ გააჭაჭანებ აქ.
39ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთ-ხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი. 40იუდამ კი 3 ათასი მეომრით ადასაში დაიბანაკა, ილოცა და თქვა: 41უფალო, როცა მკრეხელობა იწყეს მეფის მოციქულებმა, გამოვიდა შენი ანგელოზი და მუსრი გაავლო 185 ათას კაცს. 42ასევე შემუსრე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე. დაე, გაიგონ დანარჩენებმა, რომ უგვანი სიტყვით ჰგმო შენი საწმიდარი და მსჯავრი მიაგე მისი ბოროტებისამებრ!
43ადარის თვის მეცამეტე დღეს შეებნენ ერთმანეთს და ძლეულ იქნა ნიკანორის ლაშქარი; პირველი თვითონ დაეცა ბრძოლის ველზე. 44როცა დაინახეს მისმა მოლაშქრეებმა, რომ ნიკანორი დაეცა, იარაღი დაყარეს და უკუიქცნენ. 45მთელი დღე მისდევდნენ უკუქცეულთ ადასადან გაზერამდე და ძლევის მაუწყებელი ბუკ-ნაღარით მისდევდნენ. 46გარშემო მდებარე დაბებიდან გამორბოდნენ იუდაელნი და გაქცეულთ გარს ერტყმოდნენ. ხოლო როცა მტერმა მათკენ იბრუნა პირი, მახვილით მოსრეს ყველა; ერთიც არ გაუშვეს ცოცხალი. 47მოხვეტეს ნადავლი და სურსათი, ნიკანორს კი თავი და მარჯვენა მოჰკვეთეს, ესოდენ ქედმაღლურად რომ იწვდიდა წინ; წაიღეს და იერუსალიმთან ჩამოჰკიდეს. 48ხარობდა ხალხი და ეს დღე ისე გაატარეს, როგრც დღე დიდი სიხარულისა. 49და დაადგინეს, ყოველწლიურად ზეიმით აღენიშნათ ეს დღე ადარის ოცდაათს. 50და ცოტა ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.
Currently Selected:
1 Maccabees 7: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: