1 Maccabees 6
6
1ამასობაში მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები მოიარა და შეიტყო, რომ სპარსეთში არის ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრითა და ოქრო-ვერცხლით განთქმული; 2თვით ქალაქში კი – ტაძარი, სადაც ინახება ოქროს რიდენი, აბჯარი და საჭურველი, მაკედონიის მეფის – ალექსანდრეს, ფილიპეს ძის, დანატოვარი, თავდაპირველად რომ მეფობდა საბერძნეთზე. 3მიადგა ქალაქს და ცდილობდა აეღო და გაეძარცვა იგი, მაგრამ ვერ შეძლო, რადგანაც მოქალაქეები მიუხვდნენ, რაც ედო გულში. 4და აღიძრნენ მის წინააღმდეგ საომრად; უკუიქცა მეფე იქიდან და დიდად დამწუხრებული გაემართა ბაბილონისაკენ.
5სპარსეთში ყოფნისას ვიღაცა ეახლა და აუწყა, რომ მისმა ლაშქარმა მარცხი იწვნია იუდას ქვეყანაში, 6რომ ყველაზე წინ მიდიოდა ლისიასი მრავალრიცხოვანი ჯარით, მაგრამ უკუქცეულა მტრის წინაშე და, რომ იუდაელები გაძლიერებულან საჭურვლით, ტყვეებითა და დამარცხებულთაგან აკრეფილი დადძალი ნადავლით; 7რომ დაულეწიათ იერუსალიმის საკურთხეველზე მის მიერ აღმართული უწმინდურება, კვლავინდებურად მაღალი გალავანი შემოუვლიათ საწმიდრისთვის და გაუმაგრებიათ ბეთ-ცურიც – მისი ქალაქი.
8ეს რომ გაიგო, შეძრწუნებული და დაზაფრული მეფე ლოგინზე დაეცა და მწუხარებისაგან ლამის გული შეუღონდა, რადგანაც საწადელი არ აუსრულდა. 9დიდხანს იყო ამ ყოფაში, რადგანაც მეტისმეტი მწუხარება უახლდებოდა და ასე ეგონა, ვკვდებიო. 10მოუხმო თავის მეგობრებს და უთხრა მათ: განეშორა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან. 11გულში ვთქვი: ეს რა შავ დღეში ჩავვარდი, ან დღემდე რა ნიაღვარი მიპირებს წალეკვას? არადა, რა ბედნიერი ვიყავი, როცა მორჭმით ვიჯექი-მეთქი ტახტზე! 12ახლა კი ვიგონებ იმ ბოროტებას, რაც ჩავიდინე იერუსალიმში, საიდანაც გამოვზიდე მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მცხოვრებთა ამოსაჟლეტად. 13ახლა კი ვხვდები, რომ ამის გამო მეწია ეს უბედურება, და აჰა, გულმწუხარე ვიღუპებიო უცხო მხარეში.
14უხმო ფილიპეს, თავის ერთ-ერთ მეგობარს, და დაადგინა მთელ თავის სამეფოზე. 15მისცა მას გვირგვინი, თავისი სამოსელი და ბეჭედი, რათა აღეზარდა მისი ძე ანტიოქოსი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი. 16და აღესრულა იქ მეფე ანტიოქოსი 129-ე წელს. 17მეფის სიკვდილი რომ გაიგო, ლისიასმა მის ნაცვლად გაამეფა ანტიოქოსი, რომელსაც ბავშვობისას ზრდიდა, და სახელად უწოდა ევპატორი.
18ამასობაში ციხესიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს საწმიდრის ირგვლივ და სულ იმის მცდელობაში იყვნენ, რომ რაიმე ევნოთ მისთვის, წარმართთათვის კი მხარი დაეჭირათ. 19იუდამ გადაწყვიტა ამოეხოცა ისინი და მოუწოდა მთელ ერს გარს შემორტყმოდნენ მათ. 20ყველანი შეიკრიბნენ და 150-ე წელს გარს შემოეწყვნენ ციხეს, გამართეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები. 21მაგრამ ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან. 22მეფესთან მივიდნენ და უთხრეს: როდემდე არ აღასრულებ მსჯავრს და შურს არ იძიებ ჩვენი ძმებისთვის? 23მამაშენის სამსახური ჩვენ თვითონ ვიდეთ ვალად, მის ნებას ვემორჩილებოდით და ვასრულებდით მის ბრძანებებს. 24ამიტომაცაა, რომ ჩვენი ხალხის შვილები გარს შემოეწყვნენ ციხეს, უცხოთესლად გვთვლიან, რომელ ჩვენგანსაც ხელთ იგდებენ, ჰკლავენ და ჩვენს ადგილ-მამულებს იტაცებენ. 25მარტო ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელ ჩვენს მიწა-წყალზეც. 26და, აი, დღეს იერუსალიმში ასაღებად გარს შემოეწყვნენ ციხეს, გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური. 27თუ არ დაასწრებ, მეტსაც იზამენ და ვეღარ შეძლებ მათ შეჩერებას.
28ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ქვეითი ლაშქრის სარდლები და მხედართმთავრები. 29ეახლნენ დაქირავებული მოლაშქრენიც სხვა სამეფოებიდან და კუნძულებიდან. 30ასე რომ, მის ლაშქარს შეადგენდა 100 ათასი ქვეითი, 20 ათასი მხედარი და 32 საომარი სპილო. 31გადაიარეს იდუმეა და გარს შემოადგნენ ბეთ-ცურს; მრავალი დღის მანძილზე იბრძოდნენ და საომარ მანქანებს აწყობდნენ, მაგრამ გამოუხტნენ ალყაშემორტყმულნი, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და თავგანწირვით ეკვეთნენ მომხვდურთ.
32გამოვიდა იუდა ციხესიმაგრიდან და ბეთზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ, დაბანაკდა. 33დილაუთენია ადგა მეფე და სწრაფი სვლით გაუყენა ლაშქარი ბეთ-ზაქარიას გზას; საომრად გაემზადნენ და ბუკები აახმიანეს. 34სპილოებს ყურძნისა და თუთის სისხლი დაანახვეს, რომ საომრად გაეხელებინათ. 35ცხოველები რაზმებად დაყვეს და თითოეულს ათასი თორ-აბჯროსანი კაცი აახლეს; გარდა ამისა, 500 რჩეული მხედარიც ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდა თითოეულ სპილოს. 36სადაც სპილო იქნებოდა, ისინიც იქ უნდა ყოფილიყვნენ, საითაც წავიდოდა, იქით წასულიყვნენ და წამითაც არ მოსცილებოდნენ მას. 37სპილოებზე მტკიცედ ნაგები ხის კოშკები იდგა, საგანგებო გარსაკრებით დამაგრებული; ამ კოშკებში, რომლებიც ფარავდნენ ცხოველებს, ოთხ-ოთხი მხნე მეომარი ჩამდგარიყო, ზემოდან რომ უტევდნენ მტერს, და ერთიც ინდოელი გამძღოლი. 38დანარჩენი ცხენოსნები ორ ფრთაზე, აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, რათა დაერტყათ მტრისათვის და თვითონ კი დაცულნი ყოფილიყვნენ ფლანგებიდან. 39როცა ოქროსა და ბრინჯაოს ფარებზე მზე აკაშკაშდა, სხივებმა აალაპლაპეს და ჩირაღდნებივით ააელვარეს მთები.
40მეფის ლაშქრის ერთი ნაწილი მაღალ მთებშუა მიიწევდა წინ, მეორე კი – ბარში; მწყობრად და შეუდრეკლად მიაბიჯებდნენ ისინი. 41საზარელი იყო ამ ურიცხვი ლაშქრის ფეხის ხმა და იარაღის ჟღრიალი; მართლაც რომ უზარმაზარი და ძლევამოსილი ლაშქარი იყო. 42იუდა თავისი ლაშქრითურთ ჩაება ბრძოლაში და დაეცა მეფის მეომართაგან 600 კაცი. 43მაშინ დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთი ყველაზე ზორბა და სამეფო ჯავშნით დაფარული სპილო, ეგონა, რომ ზედ იჯდა მეფე, 44და თავი გასწირა, რათა ეხსნა თავისი ხალხი, თვითონ კი საუკუნო სახელი მოეხვეჭა. 45წარბშეუხრელად შევარდა რაზმის შუაგულში, მარჯვნივ და მარცხნივ კაფავდა მტერს, აქეთ-იქით რომ აწყდებოდა დაფეთებული. 46სპილომდე მიაღწია, მუცელქვეშ შეუვარდა და გაფატრა იგი; სპილო მიწას დაასკდა და ქვეშ მოიყოლა ელეაზარი, რომელმაც იქვე დალია სული. 47მაგრამ როცა დაინახეს მეფის ლაშქრის ძალა და შემართება, იუდაელებმა გაცლა არჩიეს.
48მეფის მოლაშქრენი კი იერუსალიმისკენ დაიძრნენ მათ წინააღმდეგ, ხოლო მეფემ იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა. 49დაუზავდა ბეთ-ცურელებს, რომლებიც ქალაქიდან გამოვიდნენ, რადგანაც სარჩო აღარ ჰქონდათ, რომ ალყაში გაეძლოთ. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში. 50მეფემ ხელთ იგდო ბეთ-ცური და შიგ მეციხოვნენი ჩააყენა. 51შემდეგ დიდხანს გარს ადგა საწმიდარს, სადაც ისრის სატყორცნი საჭურველი და საომარი მანქანები აღმართა: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და შუბსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები დაეშინათ. 52იუდაელებმაც გამართეს მანქანები მათი მანქანების საპირისპიროდ, და მრავალი დღის მანძილზე ებრძოდნენ მტერს. 53მაგრამ საცავში სურსათ-სანოვაგე დაილია, რადგანაც უკვე მეშვიდე წელი იდგა და წარმართთაგან თავდაღწეულებმა, იუდაში რომ ეძებდნენ ხსნას, მარაგის ნარჩენსაც მოუთავეს ხელი. 54ცოტანიღა დარჩნენ საწმიდარში, რადგანაც შიმშილით გატანჯულებმა თავ-თავიანთ კუთხეებს მიაშურეს.
55ლისიასმა შეიტყო, რომ ფილიპე, რომელსაც მეფემ სიცოცხლეშივე მიანდო თავისი ძის – ანტიოქოსის აღზრდა სამეფოდ მოსამზადებლად, – 56სპარსეთიდან და მიდიიდან დაბრუნებულა მთელი ლაშქრითურთ, რომელიც თან ახლდა მეფეს, და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებს. 57ამიტომ ბრძანა, სასწრაფოდ აყრილიყვნენ და ასე მიმართა მეფეს, სარდლებსა და კარისკაცებს: დღითი დღე ვმცირდებით და სარჩოც აღარ გვყოფნის, ხოლო ადგილი, რომელსაც გარს ვადგივართ, კარგადაა გამაგრებული; ჩვენ კი სამეფოს ბედზე ზრუნვაც გვმართებს. 58მაშ, მოდით, მარჯვენა გავუწოდოთ და დავუზავდეთ მათაც და მთელ მათ ხალხსაც. 59ნება მივცეთ უწინდებურად მიჰყვნენ თავიანთ ადათ-წესებს, რადგანაც სწორედ მათი აკრძალვის გამო გაშმაგდნენ და მთელი ეს უბედურება დაატრიალეს.
60მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და სარდლებს, ზავი შესთავაზეს ალყაშემორტყმულთ, და მათაც მიიღეს. 61მეფემ თავის სარდლებთან ერთად შეჰფიცა მათ, ჩემს სიტყვას შევასრულებო და ისინიც ციხესიმაგრიდან გამოვიდნენ. 62მაგრამ, როცა მეფე მთაზე ავიდა და ციხესიმაგრე დაათვალიერა, დადებული ფიცი გატეხა და გალავნის დანგრევა ბრძანა. 63შემდეგ სასწრაფოდ დაიძრა და ანტიოქიას დაბრუნდა, რომელიც უკვე ფილიპეს ჩაეგდო ხელში; შეება მას და ძალით დაიბრუნა ქალაქი.
Currently Selected:
1 Maccabees 6: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: