YouVersion Logo
Search Icon

ზაქ. 4

4
ხილვა ოქროს სასანთლისა
1მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.
2მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი: „ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა
3ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი ჯამი მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.“
4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“
5მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.“
6მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
7რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“
8იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
9„ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს. და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.
10რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.“
11მივუგე და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?“
12მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილაკის გვერდით, საიდანაც ზეითუნის ზეთი იღვრება?“
13მითხრა: „არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.“
14მითხრა: „ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.“

Currently Selected:

ზაქ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy