ზაქ. 3
3
ხილვა იესოსი
1დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად.
2უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?“
3იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.
4მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ წვირიანი სამოსელი!“ უთხრა მას: „აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ.“
5თქვა: „დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი.“ უფლის ანგელოზი კი იდგა.
6გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:
7„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.“
მორჩილი ღვთისა – მორჩი
8ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები. რადგან, აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს – მორჩს!
9რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.’“
Currently Selected:
ზაქ. 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002