ტობითი 11
11
1მგზავრები ნინევეს რომ მიუახლოვდნენ, რაფაელმა უთხრა ტობიას:
2„ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?
3მოდი, წინ გავუსწროთ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.
4შენ კი ხელში გეჭიროს თევზის ნაღველი.“ წავიდნენ და უკან მისდევდათ ძაღლი.
5ხანა კი იჯდა და შვილის მოლოდინში გზას გაჰყურებდა.
6შენიშნა მომავალი და თავის ქმარს უთხრა: „აჰა, მოდის შენი შვილი ერთ კაცთან ერთად.“
7რაფაელმა თქვა: „ვიცი, დღეს აეხილება თვალი მამაშენს.
8შენ მხოლოდ ნაღველი წაუსვი თვალებზე და, როცა აეწვება, მოიწმენდს, ლიბრი გადაეცლება და დაგინახავს.“
9ხანა სირბილით შეეგება შვილს, ყელზე მოეჭდო და უთხრა: „რაკი შენს ნახვას მოვესწარი, შვილო, ახლა შენი ჭირიც წამიღია.“ და ორივენი ატირდნენ.
10ტობითი კარს მიადგა და წაიბორძიკა, შვილმა კი მიირბინა მასთან.
11ხელი შეაშველა მამას, თვალებზე ნაღველი სცხო და უთხრა: „გამხნევდი, მამაჩემო!“
12თვალები აეწვა ტობითს და მოიწმინდა თუ არა, გუგებიდან ლიბრი გადაეცალა.
13როგორც კი დაინახა შვილი, ყელზე მოეჭდო, ატირდა და თქვა:
14„კურთხეული ხარ, ღმერთო, კურთხეულია შენი სახელი უკუნისამდე, კურთხეულია ყველა წმიდა ანგელოზი შენი, რადგანაც შენს მიერ დასჯილი შენვე შემიწყალე, და, აი, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს!“
15შევიდა მისი ძე გახარებული და აუწყა მამას მთელი ის საკვირველება, რაც მიდიაში გადახდა თავს.
16გამოვიდა ტობითი, რათა ნინევეს ბჭესთან შეგებებოდა რძალს; მიდიოდა გახარებული და ღმერთს ადიდებდა, და უკვირდა ყველას, მის შემყურეს, თვალახელილს რომ ხედავდა გზაზე. და აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.
17როდესაც სარას, თავის რძალს მიუახლოვდა, დალოცა იგი და უთხრა: „მშვიდობით მოგვიხველ, შვილო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც შენი თავი მოგვგვარა, და კურთხეულია შენი დედ-მამა.“
18დიდად გაიხარა ნინევეში ტობითის ყველა მოძმემ.
19მოვიდნენ ახიკარი და ნადაბი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს სიხარულით ზეიმობდნენ ტობიას ქორწილს.
Currently Selected:
ტობითი 11: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002