ტობითი 10
10
1ხოლო ტობითი, მამამისი, დღეს დღეზე ითვლიდა. როცა სამგზავროდ დათქმული დღეები მიილია, ტობია კი არსად ჩანდა.
2თქვა: „იქნებ შეაყოვნეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და ვერცხლის დამბრუნებელი აღარავინაა?“
3და დამწუხრდა ძლიერ.
4ცოლმა კი უთხრა: „ნამდვილად დაგვეღუპა შვილი, ამიტომაც აღარ ჩანს.“ მოთქმა-გოდება დაიწყო და თქვა:
5„რატომ გამწირე, შვილო, რატომ დამივსე თვალი?“
6ტობითმა უთხრა: „გაჩუმდი, ხმა აღარ ამოიღო! ჩვენი შვილი კარგადაა.“
7ხანამ მოუგო: „შენ თვითონ გაჩუმდი! რას მატყუებ? აღარა მყავს შვილი!“ ყოველდღე გადიოდა ქალაქგარეთ და გაჰყურებდა გზას, რომელსაც დაადგა მისი შვილი. დღისით ლუკმას არ იკარებდა და ღამით განუწყვეტლივ მოსთქვამდა ტობიაზე, ვიდრე არ გასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, ფიცის თანახმად, რეღუელთან რომ უნდა დაეყო.
8და უთხრა ტობიამ რეღუელს: „გამიშვი, რადგან დედაჩემს და მამაჩემს, ალბათ, უკვე გადაუწყდათ ჩემი ხილვის იმედი.“
9უთხრა სიმამრმა: „დარჩი, კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს შენს ამბავს.“ მაგრამ ტობიამ უთხრა: „არა, მე თვითონ გამგზავნე მამაჩემთან.“
10მაშინ ადგა რეღუელი და მისცა სარა, მისი ცოლი, და თავისი ქონების ნახევარი – მსახურნი, საქონელი და ვერცხლი.
11დალოცა ისინი და ვიდრე გაისტუმრებდა, უთხრა: „მშვიდობით გატაროთ, შვილებო, მამაზეციერმა ჩემს სიკვდილამდე.“
12თავის ასულს კი უთხრა: „პატივი ეცი შენს დედამთილ-მამამთილს, ახლა ისინი არიან შენი მშობლები. სულ მუდამ კარგი მსმენოდეს შენზე.“ და აკოცა მას.
13ხოლო ყედნამ უთხრა ტობიას: „მამაზეციერი იყოს შენი მფარველი, საყვარელო ძმაო, ღმერთმა მომასწროს შენი და ჩემი სარას შვილებს, რათა ვაკურთხო ისინი უფლის წინაშე. აი, გაბარებ ჩემს ქალს და ნუ დამიჩაგრავ.“
14მერე გამოეთხოვა ტობია რეღუელს და მის ცოლს. გზას გაუდგა და ლოცავდა ღმერთს, რომ ხელი მოუმართა მგზავრობაში.
Currently Selected:
ტობითი 10: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002