YouVersion Logo
Search Icon

ტიტ. 3

3
არა საქმეებით, არამედ მადლით
1შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის.
2არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ.
3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.
4ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა,
5მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
6რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,
7რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.
განერიდე კინკლაობას
8სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს, რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
9მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია.
10მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე.
11იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი.
12როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტვიქიკოსს, გამოეშურე ჩემსკენ ნიკოპოლისში, ვინაიდან იქ ვირჩიე დაზამთრება.
13დააჩქარე მათ გზაზე რჯულის მცოდნე ზენასი და აპოლოსი, რომ არაფერი აკლდეთ.
14ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
15ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს შენ. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენით. მადლი თქვენთან ყველასთან. ამინ.

Currently Selected:

ტიტ. 3: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in