სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 15
15
1უფლის მოშიში ასე მოიქცევა და სჯულის სიმტკიცით მოიხვეჭს სიბრძნეს.
2სიბრძნეც დედასავით შეხვდება მას და უმანკო ცოლივით მიიღებს.
3გონების პურით დააპურებს მას და სიბრძნის წყაროთი მოუკლავს წყურვილს.
4მასში დამკვიდრდება და აღარ შეირყევა, მიეტმასნება და აღარ შერცხვება.
5ის აამაღლებს ახლობლებზე და საკრებულოში გაუხსნის ბაგეს.
6სიხარულისა და ლხენის გვირგვინს დაადგამს თავზე და საუკუნო სახელს დაუმკვიდრებს.
7ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ.
8შორსაა იგი ქედმაღალთაგან და ცრუპენტელანი ვერ შეიცნობენ.
9უსიამოა ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისგან როდია მოვლენილი.
10რადგანაც ქება სიბრძნით ითქმის და უფალი ხელს მოუმართავს მას.
11ნუ იტყვი, უფლის გულისთვის განვდექიო, რადგან რაც მას სძულს, იმისი ქმნა არ იქნება. ნუ იტყვი, ღმერთმა მაცთუნაო, რადგან მას ცთუნებული არა სჭირდება.
13ყოველივე ბილწი სძაგს უფალს და არც მის მოშიშთ უნდა უყვარდეთ.
14მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და თავისი ნების ანაბარა დატოვა: რასაც ინებებ, იმისკენ გაიწვდი ხელს.
15ადამიანის წინაშეა სიკვდილი და სიცოცხლე და რასაც ინებებს, ის მიეცემა.
16მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და რომელიც გენებოს, ის აირჩიე.
17თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი.
18რადგანაც დიდია სიბრძნე უფლისა, ურყევია მისი მეუფება და ყველაფერს ხედავს.
19მისი თვალი დაჰყურებს მოშიშთ და მან იცის ყოველი საქმე კაცისა.
20უღმერთოება არავისთვის დაუდევს მცნებად და არც არავისთვის მიუცია ცოდვის ჩადენის ნება.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 15: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002