YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 6

6
1რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა.
2უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
3შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
4ჩემი სულიც შეძრწუნებულია; და შენ, უფალო, როდემდე?
5შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
6რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას?
7მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
8დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
9განმშორდით, ყოველნი მომქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
10ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
11გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.

Currently Selected:

ფსალმ. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy