YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 5

5
1ლოტბარს. სალამურზე. დავითის ფსალმუნი.
2ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
3ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ.
4უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
5რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
6ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
7შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
8ხოლო მე შენი უხვი წყალობით ვეთაყვანები
9უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.
10რადგან არ არის ჭეშმარიტება ბაგეთა მათთა, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი – ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
11განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგნენ შენს წინააღმდეგ,
12და გაიხარონ, ვინც შენზეა მონდობილნი, იმხიარულონ უკუნისამდე; და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
13რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.

Currently Selected:

ფსალმ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy