YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 41

41
1გუნდის ლოტბარს. მოძღვრება კორახის ძეთა.
2როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
3ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მივალ და ვიხილავ ღმერთის სახეს?
4ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ მარადღე: „სად არის ღმერთი შენი?“
5ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
6რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
7დაღონებულია სული ჩემი; ამიტომ გიხსენიებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან.
8უფსკრული უფსკრულს გასძახის ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
9დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას, და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან.
10ვუთხარი ღმერთს, ჩემს სიმტკიცეს: „რად დამივიწყე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?“
11ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: „სად არის ღმერთი შენი?“
12რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას, – ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.

Currently Selected:

ფსალმ. 41: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 41