YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 40

40
1გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი.
2ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.
3უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და შენ არ გადასცემ მათ მათი მტრების სურვილისამებრ.
4უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
5ვთქვი მე: „უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.“
6ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი?“
7და თუ მოვა ჩემს სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და იმასვე ილაპარაკებს.
8ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე:
9„სისაძაგლე აცუნდრუკებს მას; ვინც ერთხელ დაწვა, ვეღარ წამოდგება!“
10ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა.
11ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და მე მივუზღავ მათ.
12ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
13და ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წნაშე დამაყენებ სამარადისოდ.
14კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა

Currently Selected:

ფსალმ. 40: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 40