YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 21

21
1გუნდის ლოტბარს. „ცისკრის აღმობრწყინებისას“. ფსალმუნი დავითისა.
2ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? მე შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემი შველა.
3ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
4შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
5შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
6შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
7მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
8ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ:
9„უფალს მიენდო? მაშ მანვე იხსნას, მანვე უშველოს თავის სასურველს.“
10რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
11შენით ვიმედოვნებდი დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
12ნუ განმშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
13ირგვლივ მომადგნენ მე ძლიერი მოზვრები, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
14პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა,
15ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული,
16გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, და ჩამიყვანე სიკვდილის მიწა-მტვრამდე.
17რადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი.
18მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
19ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
20და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
21გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე.
22მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქის რქისაგან!
23ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
24უფლის მოშიშნო, ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და გეშინოდეთ მის წინაშე, ისრაელის მთელო მოდგმავ!
25რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
26მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში, მისთა მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს.
27ჭამონ ღატაკთ და გაძღნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
28გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
29რამეთუ უფალს შვენის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი.
30ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
31შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
32მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, რაც მოიმოქმედა უფალმა.

Currently Selected:

ფსალმ. 21: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy