YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 20

20
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა.
2უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
3შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე.
4რადგან მას შეხვდი კეთილი კურთხევით, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
5სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა – უკუნითი უკუნისამდე.
6დიდია ღირსება მისი დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
7შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
8რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
9შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, შენი მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
10ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ, შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ.
11შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
12რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
13ვინაიდან შენ უკუაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
14ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.

Currently Selected:

ფსალმ. 20: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy