YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 149

149
1ალელუია! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
2იხარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
3განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
4რადგან ისურვებს უფალი თავის ერს, დაამშვენებს თავმდაბლებს შეწევნით.
5იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
6ღმერთის განდიდება მათს ხორხში და მახვილი ორპირლესული მათ ხელშია.
7რათა შური იძიონ ერებზე, დასაჯონ ტომები,
8შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი – რკინის ხუნდებით.
9განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდისათვის. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 149: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy