YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 148

148
1ალელუია! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში!
2ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო!
3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო!
4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და, მისნო წყლებო, რომელნიც ცათა ზემოთ ხართ!
5ადიდონ სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ,
6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; რჯული მისცა და არავინ გადაუხვევს.
7ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო!
8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო;
11მეფენო ქვეყანისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყანისა.
12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, –
13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.
14და მოამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ერისა. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 148: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy