YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 10

10
1გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში.
2რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?“
4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.

Currently Selected:

ფსალმ. 10: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in