YouVersion Logo
Search Icon

ფილიპ. 1

1
წმიდებს ფილიპეში
1პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:
2მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
3ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე.
4მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის,
5სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის, პირველი დღიდან აქამომდე.
6დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.
7სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ჩემს ბორკილებში და სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში.
8ვინაიდან ღმერთია ჩემი მოწამე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით.
9ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული ცოდნასა და ყოველ გრძნობაში,
10რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს,
11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად.
ბორკილებმა გაავრცელეს სახარება
12ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ რაც თავს გადამხდა სახარების წარმატებას უფრო ემსახურნენ.
13ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენთათვის.
14უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა.
15თუმცა ზოგიერთნი შურიანობით და ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს, ზოგნი კი კეთილი ზრახვით.
16ესენი სიყვარულით, ვინაიდან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული.
17ზოგნი კი – ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რადგან ფიქრობენ დაამძიმონ ჩემი ბორკილები.
18მერედა რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – რაღაც მიზეზით თუ გულწრფელად, მე ასეც მიხარია და კვლავაც გავიხარებ.
19ვინაიდან ვიცი, რომ ეს ჩემი ხსნა იქნება თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,
20თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,
21ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.
22თუ ხორციელი ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.
23მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია,
24მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.
25მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენთან ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის,
26რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.
იცხოვრეთ სახარების ღირსად
27ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის.
28ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. ეს ღვთისაგან არის.
29ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც
30ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში ნახეთ და რომელსაც ახლა ისმენთ ჩემზე.

Currently Selected:

ფილიპ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy