YouVersion Logo
Search Icon

ეფეს. 6

6
შვილებზე, მამებზე, დედებზე, ბატონებზე
1დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია
2„პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –
3რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.“
4თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს,
6არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც სულით არსულებენ ღვთის ნებას
7და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.
8იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს, უფლის მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9თქვენ კი, ბატონებო, მათაც ასევე მოექეცით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას.
12რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ.
14მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,
15და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
18ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,
19ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით გაცხადებით ვაუწყო, რომლის ელჩიცა ვარ,
20სახარების საიდუმლო, ბორკილდადებულმა, რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს გაუწყებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური,
22რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რათა შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
24მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელებაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ.

Currently Selected:

ეფეს. 6: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy