რიცხ. 4
4
ლევიანების ვალდებულებანი
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
2„აღრიცხე ძენი კეჰათისა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლის მიხედვით.
3ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახური საკრებულო კარავში.
4ესაა კეჰათიანთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში:
5შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი.
6და ზედ დააფარონ მაჩვის ტყავის საბურველი, და გადააფარონ ცისფერი გადასაფარებელი ზემოდან, და გაუყარონ კეტები.
7და საწინაშეოს ტაბლაზე გაშლიან ცისფერ სამოსელს და მასზე დააწყობენ ლანგრებს და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს. და მუდმივი პური უნდა იყოს მასზე.
8და გაშლიან მასზე ჭიაფერ გადასაფარებელს, და დაფარავენ მას მაჩვის ტყავის საბურველით, და გაუყრიან კეტებს.
9და აიღებენ ცისფერ გადასაფარებელს და შეახვევენ სასანთლეს და მის კანდელებს, და მის მაშებს, და მის აქანდაზებს, და ყოველ ჭურჭლეულს მისი ზეთისთვის, რომლითაც მსახურებენ მას.
10და მოათავსებენ მას და ყოველ მის ჭურჭლეულს მაჩვის ტყავის საფარველში და ჩამოკიდებენ ლატანზე.
კანონი ეჭვიანობის შესახებ.
გამოცდა მწარე წყლით
11და ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ გადასაფარებელს, და მას დაბურავენ მაჩვის ტყავის საფარველით, და გაუყრიან მის კეტებს.
12და აიღებენ ყოველ სასამსახურო ჭურჭელს, რომლებითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყობენ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურავენ მათ მაჩვის ტყავის საბურველით და ჩამოკიდებენ ლატანზე.
13და გაასუფთავებენ სამსხვერპლოს ნაცრისგან და გაშლიან მასზე მეწამულ გადასაფარებელს.
14და დააწყობენ მასზე ყოველ მის ჭურჭლეულს, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზებს, ჩანგლებს და ნიჩბებს, და სასხურებლებს – სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას, და გაშლიან მასზე საბურველს მაჩვის ტყავისას და გაუყრიან მის კეტებს.
15და როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარავისა.
16აარონ მღვდლის ძეს ელეაზარს ევალება ზედამხედველობა ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირავზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭლეულზე.“
17და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
18„ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან.
19ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ: რაჟამს მივლენ ისინი წმიდათა წმიდასთან: აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ ისინი თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან.
20და ნუ მივლენ საწმიდრის შებურვის სახილველად, რათა არ დაიხოცონ.“
21და უთხრა უფალმა მოსეს:
22„აღრიცხე აგრეთვე გერშონის ძენი მათი მამისსახლისა და მათი საგვარეულოების მიხედვით.
23ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ყველა ისინი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარავში.
24ეს გერშონის საგვარეულოთა სამსახურია, მსახურებად და ტვირთვად.
25მათ უნდა ატარონ სავანის, საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან, და ფარდა საკრებულო კარვის შესასვლელისა.
26და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭლეულობა, და ყოველივე, რაც უნდა გაკეთდეს მათთან, მათ გააკეთონ.
27აარონისა და მის ძეთა ბრძანების მიხედვით იყოს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, მათი ყოველი ტვირთვისა და მათი ყოველი სამსახურისთვის. და მათ დაავალეთ დაცვა ყოველივესი, რასაც ისინი ატარებენ.
28ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური კრებულის კარავში, და მათი მოვალეობანი აარონის ძის, ითამარის ზედამხედველობით.
29მერარის ძენი მათი საგვარეულოს, მათი მამისსახლის მიხედვით აღრიცხე.
30ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარვისა.
31და ესაა მათი ვალდებულება, რომ ატარონ მთელი მათი სამსახურისას საკრებულო კარავში: კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები.
32და ეზოს გარეშემო სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი ჭურჭლეულობა, და მათი ყოველი სამსახურებელი. სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ.
33ეს მერარის ძეთა საგვარეულოს სამსახურია. ყოველი მათი სამსახური საკრებულო კარავთან აარონ მღვდლის ძის, ითამარის ხელშია.“
34მოსემ და აარონმა და თემის მთავრებმა აღრიცხეს კეჰათის ძენი მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით.
35ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, კარავში მსახურებისათვის.
36და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით ორი ათას შვიდას ორმოცდაათი.
37ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყოველნი, რომელნიც მსახურებდენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით.
38და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
39ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში მსახურებისათვის.
40და იყვნენ აღრიცხულნი, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლის მიხედვით, ორი ათას ექვსას ოცდაათი.
41ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონის ძეთა საგვარეულოდან, ყოველნი, ვინც მსახურებდნენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით.
42და აღრიცხულნი მერარის ძეთა საგვარეულოდან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
43ოცდაათი წლის ასაკიდან ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა, საკრებულო კარავში მსახურებისათვის.
44და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით სამი ათას ორასი.
45ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით.
46და ყოველი, ვინც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
47ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში და ტვირთის ზიდვა,
48იყო აღრიცხული რვა ათას ხუთას ოთხმოცი.
49უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით აღრიცხეს ისინი – თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთის ზიდვაზე, და თითოეული აღირიცხა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
რიცხ. 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: