რიცხ. 1
1
ისრაელის ძეთა აღრიცხვა
1და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს:
2„აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი მათი სულადობით.
3ოცი წლისა და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძე აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით – შენ და აარონმა.
4თქვენთან უნდა იყოს თითო-თითო კაცი თითოეული ტომიდან. თავკაცი უნდა იყოს იგი თავისი მამისსახლისა.
5და ესენია სახელები მამაკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა;
6სიმონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა;
7იუდასაგან ნახშონი, ძე ყამინადაბისა;
8ისაქარისაგან ნეთანელი, ძე ცუყარისა;
9ზებულუნისაგან ელიაბი, ძე ხელონისა;
10იოსების ძეთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მენაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა;
11ბენიამინიდან აბიდანი, ძე გედეონისა;
12დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა;
13აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა;
14გადიდან ელიასაფი ძე რეღუელისა;
15ნაფთალიდან ახირაყ, ძე ყენანისა.“
16ესენი იყვნენ გაწვეულნი თემიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ისრაელის ათასეულთა მეთაურები.
17და მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომელნიც წოდებულნი იყვნენ სახელებით,
18და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს. და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა საგვარეულოების, თავიანთი მამისსახლების და სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, მათი სულადობით.
19როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში.
20და იყვნენ ისრაელის პირმშოს, რეუბენის ძენი მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, მათი სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
21აღრიცხული რეუბენის ტომიდან იყო ორმოცდაექვსი ათას ხუთასი.
22სიმონის ძეთაგან მათი შთამომავლობის, მათი საგვარეულოების და მათი მამისსახლის მიხედვით, რომელნიც აღირიცხნენ სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
23აღრიცხულნი სიმონის ტომიდან იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
24გადის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და ზემოთ, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
25აღირიცხა გადის ტომიდან; იყო ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
26იუდას ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
27აღირიცხა იუდას ტომიდან სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი.
28ისაქარის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათი სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
29ისაქარის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
30ზებულუნის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
31ზებულუნის ტომიდან, აღრიცხული იყო ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი.
32იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
33ეფრემის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცი ათას ხუთასი.
34მენაშეს ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
35მენაშეს ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათორმეტი ათას ორასი.
36ბენიამინის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
37ბენიამინის ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.
38დანის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
39დანის ტომიდან აღრიცხული იყო სამოცდაორი ათას შვიდასი.
40აშერის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
41აშერის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაერთი ათას ხუთასი.
42ნაფთალის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
43ნაფთალის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
44ესენი არიან აღრიცხულნი, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა, და ისრაელის მთავრებმა თორმეტმა კაცმა: თითო კაცი იყო თითოეულის მამისსახლიდან.
45და იყო ყველა აღრიცხული ისრაელის ძე, მათი მამისსახლიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი. ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელში.
46და იყო ყველა აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
47და ლევიანები მათი მამისეული ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის.
48და უთხრა უფალმა მოსეს:
49„მხოლოდ ტომი ლევისა არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელის ძეთა შორის.
50შენ დანიშნე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის ახლოს დაიბანაკონ.
51როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა. და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას.
52და დაიბანაკონ ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან თავიანთი ლაშქრების მიხედვით.
53ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ახლოს, რათა არ იყოს რისხვა ისრაელის ძეთა თემზე. და დაიცავენ ლევიანები მოწმობის კარვის საგუშაგოს.“
54და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
რიცხ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002