Bible App logo
Search Icon

მიქ. 5

5
მეფის დაბადება
1შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“
2ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
მომავალი ღმერთის სამეფო
3დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე.
4და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში, და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
5დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისაგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და, როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს.
6და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს.
7და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის, როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში – თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი.
8აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.
9„მაშინ იქნება, – ამბობს უფალი, – რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ.
10გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს.
11ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები.
12შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს.
13ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან, და დავაქცევ შენს ქალაქებს.
14რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.“

Currently Selected:

მიქ. 5: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in