Bible App logo
Search Icon

მიქ. 1

1
ღმერთის მრისხანება
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორაშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების: იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიისა და იერუსალიმის გამო.
2ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს მიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს.
4მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.
5იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკი? იერუსალიმი ხომ არა?
6ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვაზის ჩასაყრელ ადგილად, ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს.
7ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ. ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქმნებიან.
8ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.
9რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდას; და ჩემი ერის კარიბჭესაც – იერუსალიმს – უწია.
10ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში.
11ჩაიარე შენთვის, შაფირელო, ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ.
12რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
13შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
14ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.
15ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
16თმა გადაიპარსე, გადაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ შენგან.

Currently Selected:

მიქ. 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in