YouVersion Logo
Search Icon

მათ. 19

19
საბაბი გაყრისათვის
1ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა.
2დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ.
3და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეკითხებოდნენ: „შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“
4მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
5და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’
6ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.“
7უთხრეს მას: „აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?“
8უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
9მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
10უთხრეს მას მოწაფეებმა: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.“
11უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“
იესო ლოცავს ბავშვებს
13მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.
14იესომ უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“
15და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
საუკუნო სიცოცხლე. მდიდარი ჭაბუკი
16აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“
17მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“
18ჰკითხა მას: „რომლები?“ იესომ უთხრა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ,
19პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
20ჭაბუკმა მას უთხრა: „ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?“
21უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“
22ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
24კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“
25ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“
26გადახედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია.“
27მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“
28იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.
29ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.

Currently Selected:

მათ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy