YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 17

17
შესაწირავი ადგილის განსაზღვრა
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
3თუ ვინმე ისრაელის სახლიდან დაკლავს ხბოს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკის გარეთ,
4და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს უფლისათვის შესაწირავად უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან. და მოისპობა ის ადამიანი თავისი ხალხის გარემოდან,
5რათა მიიტანონ ისრაელის ძეთ თავიანთი შესაწირავნი, რომელთაც ისინი კლავენ, და მიართვან ისინი უფალს საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს, და დაკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
6და მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის,
7რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.’
8„და მათ უთხარი: ‘თუ ვინმე ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, აღავლენს სრულადდასაწველს ან მსხვერპლს,
9და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მაშინ მოისპობა ის კაცი თავისი ხალხიდან.
10„‘და თუ ვინმემ ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, ჭამოს რაიმე სისხლი, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც ჭამს სისხლს, და მოვსპობ მას თავისი ხალხის გარემოდან.
11რადგან ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს.
12ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენთაგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს. და ასევე ხიზანიც, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, არ უნდა ჭამდეს სისხლს.“
13„‘და თუ ვინმემ ისრაელის ძეთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, მოინადიროს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა დასთხიოს სისხლი და დაფაროს იგი მტვრით.
14რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: „არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა.“
15„‘და ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორსა და ნამხეცავს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება.
16და თუ არ გაირეცხავს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ ატარებს თავის ცოდვას.’“

Currently Selected:

ლევ. 17: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in