იობ. 36
36
ელიჰუს სიტყვის გაგრძელება
1განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2„ცოტა მაცალე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღვთის სახელით სათქმელი სიტყვები.
3შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს,
4რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემი სიტყვები. ცოდნაში სრული შენს წინაშეა.
5აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.
6იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს;
7თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი.
8და თუ მათ ბორკილები ადევთ, და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი,
9განუცხადებს მათს ნამოქმედარს და მათს დანაშაულებს, რადგან დამძიმდნენ ისინი.
10გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ.
11თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში.
12და თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაეცემიან და უგნურებაში ამოხდებათ სული.
13გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ.
14სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე გათავდება საკერპოს მეძავებში.
15ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და თრგუნვის ჟამს უხსნის მათ ყურს.
16და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვისკენ, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრის ხორაგიც სავსე იქნებოდა ცხიმით.
17შენ კი სავსე იყავ უკეთურის მსჯავრით, მსჯავრი და სამართალი შენზეა მოჭიდებული.
18ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს.
19ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა?
20ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან,
21იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისნაირი მოძღვარი?
23ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’
24გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელთაც ხალხი უგალობს.
25ყველა ადამიანსა აქვს ნანახი ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ.
26აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მისი წელთა რიცხვი აურაცხელია.
27რადგან ის აკავებს წყლის წვეთებს, ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას,
28ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს.
29თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს?
30აჰა, ის განაფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს,
31რადგან ამით განსჯის ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს.
32თავის ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ.
33მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც – გრიგალის ამოვარდნას.“
Currently Selected:
იობ. 36: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: