YouVersion Logo
Search Icon

იობ. 37

37
ელიჰუს სიტყვის გაგრძელება
1„ამის გამოც ძრწის ჩემი გული, და ამოვარდა თავისი ბუდიდან.
2მოსმენით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი.
3მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.
4მის შემდეგ ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა.
5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიდ საქმეებს,
6რადგან თოვლს ეუბნება: და წვიმის თქეშს მბრძანებლობს, და ძლიერ თავსხმას.
7იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი ნამოქმედარი.
8მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს.
9სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა.
10ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება.
11იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას.
12ისინი იცვლიან მიმართულებას, რათა აღასრულონ ყოველი, რასაც უბრძანებს მთელს ქვეყნიერებაზე.
13ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისთვის გამოაჩენს მას.
14ყურად იღე ეს, იობ, დადექი და დააკვირდი ღვთის სასწაულებს.
15თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?
16თუ იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები ცოდნაში სრულისა?
17რა ათბობს შენს სამოსელს, როცა ქვეყანა მყუდროვდება სამხრეთის ქარში?
18თუ განართხავ ცას მასთან ერთად, მტკიცეს, ჩამოსხმულს სარკესავით?
19გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო.
20თუ მოხსენდა მას, რომ მე ვლაპარაკობ? თუ თქვა ვინმემ, რომ ‘ჩემი ნათქვამი ეუწყება მას?’
21ახლა ვერავინ ხედავს ნათელს ცათაშინა მოკაშკაშეს, როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ.
22ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღვთის ირგვლივ საშინელი ბრწყინვალებაა.
23ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით, თავისი მსჯავრით და დიდი სიმართლით. არავის ჩაგრავს.
24ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს, არც ერთ გულბრძენს ზედ არ უყურებს“.

Currently Selected:

იობ. 37: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in