იობ. 35
35
ელიჰუს სიტყვის გაგრძელება
1მიუგო ელიჰუმ და თქვა:
2„ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ: ‘ღმერთზე მართალი ვარ?’
3რომ ამბობ: ‘რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობა?’
4მე გიპასუხებ შენ და შენს მეგობრებსაც, შენთან ერთად რომ არიან:
5ახედე ზეცას და დაინახე, შეხედე ღრუბელს – ისინი შენზე მაღლაა.
6თუ შენ შესცოდე, რას დაუშავებ ამით მას? თუ შენს დანაშაულს გაამრავლებ, ამით რას უზამ მას?
7თუ შენ მართალი ხარ, რას შემატებ მას? ან რას მიიღებს შენი ხელიდან?
8მხოლოდ შენისთანა კაცს ეხება შენი უკეთურება, და ადამის ძეს – შენი სიმართლე.
9ბევრი ჩაგვრისაგან ღაღადებენ, შველას ითხოვენ ძლიერის მკლავებიდან.
10და არავინ ამბობს: ‘სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი, საგალობელთა ღამით მომძღვნელი,
11რომელიც გვწვრთნის ჩვენ მიწის მხეცებზე მეტად, და განგვაბრძნობს ჩვენ ცის ფრინველებზე მეტად?’
12ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო.
13ნაცვლად, ამაო ღაღადს არ მოისმენს ღმერთი, და ყოვლადძლიერი არ მოხედავს ამას.
14თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამსჯავრო მის წინაშეა, დაელოდე მას.
15და ახლა, რაკი იგი თავისმა რისხვამ არ მოინახულა, და დიდ რამედ არ ჩააგდებს სისულელეს,
16ამაოდ ხსნის ბაგეს იობი, და უაზროდ ხარჯავს სიტყვებს.“
Currently Selected:
იობ. 35: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: